воскресенье, 15 января 2023 г.

გაკვეთილის გეგმები



გაკვეთილსს გეგმა თემაზე,,ევროპა ჩემს  გაკვეთილზე"

საგანი:ისტორია

კლასი: IX

გაკვეთილის თემა,,ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში.სულხან-საბა ორბელიანის მისია ევროპაში.’’


 https://docs.google.com/document/d/1doP7rQUFx8fNCXg9CAO0l7fkYkdE9in9/edit?usp=share_link&ouid=104979429170823627826&rtpof=true&sd=true



ტესტები

    სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ლალი    მეარაყიშვილის შერეული,წერილობითი ტესტები  


კლასი VI 
საგანი ,,ჩვენი საქართველო"




 კლასი   IX
საგანი    ისტორია

 

კლასი   IX
საგანი   სამოქალაქო განათლება


воскресенье, 8 января 2023 г.

ოლიპიადები,კონკურსები

 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ისტორიაში.

 სამიზნე ჯგუფი: X-5კლასი

 პედაგოგი: ლალი მეარაყიშვილი

 რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა ჩემი აზრით, მოსწავლეების მონაწილეობა ეროვნულს სასწავლო ოლიმპიადაზე ისტორიაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგნის სწავლებისთვის.მიუხედავად შედეგისა,მათ წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად,საკუთარი შესაძლებლობეის შესამოწმებლად და კიდევ უფრო მოტივირებულები ეუფლებიან საგნის სწავლებას.ოლიმპიადაში მონაწილეობით და ოლიმპიადისთვის მზადების პროგრამით მათთვის სწავლება აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესაბამისად მონაწილეობის მსურელთა წრეც ფართოვდება. ჩემთვის კი,როგორც პედაგოგისთვის,წარმატებული მოსწავლე ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმატებული სწავლებისთვის. 

 ჩემს მიერ ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი X-5 კლასის მოსწავლეები იყვნენ: 1. გურაბანიძე ელენე 2. კარიაული ელენე 3. კერესელიძე სალომე 4. მაჩხოშვილი ელენე 5. ლილუაშვილი ნოდარ 6. შაღაშვილი თათული 

 შევიმუშავე სამუშაო პროგრამა მიზნების შესაბამისად.პირველივე მეცადინეობაზე მოსწავლეებთან გავიარე ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები.ჩავატარე სადიაგნოსტიკო ტესტირება,რის შემდეგად მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობისთვის სავალდებულო საკითხები.შემდეგი მეცადინეობის ძირითადი მიზანი იყო ფაქტობრივი ცოდნის დახვეწა,წყაროს, ანალოგიის,მიზეზ-შედეგობრიობის არგუმენტირებაზე,მოვლენების ქრონოლოგიასა და ანალოგიაზე მუშაობა. ოლიმპიადის I ტურში,25 ნოემბერს,მონაწილეობა მიიღო ექვსივე მოსწავლემ,აქედან II ტურში გადავიდა 3 მოსწავლე: 1. მაჩხოშვილი ელენე 2. ლილუაშვილი ნოდარ 3. შაღაშვილი თათული თუმცა მიღებული შედეგებით გამოჩდა ჩემს მიერ ჩატარებული მუშაობის ხარვეზები,ამიმაღლდა მოტივაცია ვეძიო ხარვეზების დაძლევის გზები,შემდგომ დავსახო მეტად ეფექტური ,შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა,ისტორიის ოლიმპიადაში მონაწილე მსურველ მოსწავლეებისათვის შევარჩევ ისეთ აქტივობებს,რომლებიც დაეხმარებათ ბარიერის დაძლევაში,ინფორმაციის გააზრებაში,რაც გაზრდის მათ მოტივაციას და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებას.

                                       პროგრამა და სამოქმედო გეგმა

2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის მოსწავლეების მომზადება საგანი-ისტორია სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის,ისტორიის მასწავლებლის ლალი მეარაყიშვილის ოლიმპიადის პროგრამა. პროგრამის ტიპი ინდივიდუალური,ჯგუფური ხანგრძლივობა 28.09.2018-28.12.2018 კვირაში ერთხელ,ყოველ პარასკევს,მე-6 გაკვეთილის შემდეგ,1 აკადემიური საათი. პროგრამის შემუშავების თარიღი და ხანგრძლივობა შემუშავებულია 2018 წელს და განახლდება საჭიროების მიხედვით. სამიზნე ჯგუფი X-5კლასის მოსწავლეები:გურაბანიძე ელენე,კერესელიძე სალომე,კარიაული ელენე,მაჩხოშვილი ელენე,ლილუაშვილი ნოდარი,შაღაშვილი თათული წინაპირობა მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოთხოვნილებები მიზანი მოსწავლეებში ისტორიის სწავლების სტიმულირება,ინტერესის გაღვივება,ცოდნის გაღრმავება და აქტიური ჩართულობა ოლიმპიადაში და სასურველი შედეგის მიღება. შედეგი მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია,გაუღრმავდებათ ცოდნა და ინტერესი ისტორიის სწავლების მიმართ.აქტიურად იქნებიან ჩართულები სასწავლო ოლიმპიადაში. სწავლების მეთოდები და სტრადეგიები ინდივიდუალური მუშაობა წყვილებში მუშაობა ტესტირება განხორციელებული აქტივობა გასული წლების ოლიმპიადების ნიმუშების მიხედვით,ჩემ მოსწავლეებთან ყურადღებას ვამახვილებ,როგორც ფაქტობრივ ცოდნაზე,წყაროს ანალიზზე,მოვლენების მიზეზშედეგობრიობაზე,ანალოგიებსა და ქრონოლოგიებზე,ვიზუალური მასალის აღქმასა და გაანალიზებაზე,რომელიც ითვალისწინებს ოლიმპიადის მოთხოვნებს.ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროდ ვთვლი,მრავალფეროვანი ტესტების,სასკოლო და დამატებით სახელმძღვანელოების შემოტანას და ინტერნეტ მასალის გამოყენებას. 28.09 საუბარი ისტორიის ოლიმპიადის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე,მიზნის,შესაბამისი აქტივობებისა და რესურსების გაცნობა.ღია და დახურული კითხვებზე პასუხის გაცემა. 5.10 წინა ოლიპიადებზე გამოყენებული ტესტების განხილვა ინდივიდუალურად და ჯგუფურად. 12.10 2015/2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტური დავალებები. 19.10 2016/2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტური დავალებები. 26.10 2017/2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტური დავალებები. 2.11 ტესტები,ინტერნეტ მასალა-კომპიუტერი 9.11 მეთოდური ტესტები სავარჯიშოები-მ.ფირჩხაძე 16.11 ისტორიის ტესტები-ნ.ახმეტელი,ბ.ლორთქიფანიძე,მ.მურღულია 30.11 25 ნოემბერს გამართული ისტორიის ოლიმპიადის I ტურის შედეგების გაანალიზება და შეჯამება. მე-11 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. 7.12 2017 წელს ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში. 14..12 2018 წელს ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში. 21.12 II ტურში 6 მოსწავლიდან წარმატებით გადავიდა 3 მოსწავლე: მაჩხოშვილი ელენე, ლილუაშვილი ნოდარი და შაღაშვილი თათული. მათთან გავაგრძელე მზადება ოლიმპიადისთვის. ტესტები,ინტერნეტ მასალა-კომპიუტერი 28.12 ტესტები -ნ.აბულაძე,მ.ფირჩხაძე.მე-12 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. 2018-2019 სასწავლო წელს ეროვნულ ოლიმპიადაზე I ტურში მონაწილეობა მიიღო X-5 კლასის 6 მოსწავლემ: 1. გურაბანიძე ელენე 2. კარიაული ელენე 3. კერესელიძე სალომე 4. მაჩხოშვილი ელენე 5. ლილუაშვილი ნოდარ 6. შაღაშვილი თათული II ტურში გადავიდა 3 მოსწავლე: 1. მაჩხოშვილი ელენე 2. ლილუაშვილი ნოდარ 3. შაღაშვილი თათული.







მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი

https://docs.google.com/presentation/d/1QXkx4834WjNC-ZjVGpOqSTKVO2f5VfaD/edit?usp=sharing&ouid=104979429170823627826&rtpof=true&sd=true



გაკვეთილები

ელექტრონული სასწავლო რესურსები

https://www.facebook.com/lali.mearakishvili/videos/3037305592983711  


სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის VII-4 კლასი-საგანი,,მოქალაქეობა",მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი
❤VII⁴ კლასის პროექტი "ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე!".COVID-19-ით შექმნილი პანდემია ჩემი მოსწავლეებისთვის გამოწვევად იქცა.მათი თვალით დანახული სხვადადხვა პროფესიის ადამიანები როგორ ზრუნავენ ჩვენზე
❤👭👫👬 -12.05.2020


    












სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის VII-4 კლასი-საგანი,,მოქალაქეობა",მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი
❤VII⁴ კლასის პროექტი "ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია".-11.02.2020






სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის IX-1 კლასი,საგანი,,საქართველოს ისტორია'',მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი,7.11.2020-პროექტი,,100 წლის შემდეგ
 პატარა კახი"





09.02.2020- 7 თებერვალს IX პირველი კლასის მოსწავლეებმა ,ჩაატარეს პროექტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით -ლალი მეარაყიშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტმა კარგად ჩაიარა ,ბავშვებმა ისაუბრეს დავითის მოღვაწეობაზე,პიროვნებაზე,რეფორმებზე. პროექტის დასასრულს მათ ჩამოწერეს დავითის თვისებები რაც მათი აზრით ყველა ქართველს უნდა გააჩნდეს.
161-ე სკოლის თვითმმართველობა მადლობას უხდის მეცხრე კლასს და ქალბატონ ლალის გაწეული სამუშაოსთვის.Lali Mearayishvili






მაშინ,როცა მსოფლიო COVID-19-ს ებრძვის, ონლაინ სწავლებამ კარგად დაგვანახა,რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის.
X-1 კლასის მოსწავლეებმა,ნიკოლოზ მიმინოშვილმა,ოთარ გაბელიამ და ანა ნადარეიშვილმა არსებულ ვითარებაში სწრაფად მოახდინეს საკუთარი საჭიროებების თვითშეფასება, ადაპტირება და შექმნეს კომიქსი ,,აბო თბილელის წამება"-მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი.



XI-5 კლასი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,ყველას,ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა!-მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი-26.05.2020




განხორციელებული პროექტები

    სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის VI-ა, VI-ბ,VI-ვ კლასებში,საგანი ,,ჩვენი საქართველო'' განვახორციელე პროექტი-პრეზენტაცია თემაზე ,,ღვინის საწარმოები კახეთში “ და დისკუსია თემაზე ,, ღვინის ექსპორტი და საქართველოს ეკონომიკა“.-31.10.2022
     მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან,დაახარისხეს,შეაჯამეს და საბოლოო ვარიანტები.დაბეჭდეს გზამკვლევი word-ში.შექმნეს სასწავლო რესურსი ხელნაკეთი ნივთებით და წარადგინეს,რის შემდეგაც განვახორციელეთ დისკუსია და შევაჯამეთ თემა,, ღვინის ექსპორტი და საქართველოს ეკონომიკა“.











 სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის VI-დ კლასში,საგანი ,,ჩვენი საქართველო'' განვახორციელე პროექტი-პრეზენტაცია თემაზე პროექტი-პრეზენტაცია:,,კახური ღვინის რეკლამა ქართველი და უცხოელი მყიდველისთვის“-4.10.2022
   მოწავლეებმა ნასწავლი თემის ,,კახეთი" საფუძველზე მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან,გაანალიზეს,შეაჯამეს,დაამზადეს სარეკლამო ბროშურები და გაკვეთილზე განახორციელეს ინსცენირება,რითაც მოირგეს როლები,გაწიეს პოპულარიზაცია  კახური ღვინის შესახებ.

      
        სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის VI-გ კლასში,საგანი,,ჩვენი საქართველო'.-01.12.2022 წელი.  ფასილიტატორის ფუნქცია-მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი.მოსწავლეები დავყავი 3 ჯგუფად შესაძლებლობებისა და მათი ინტერესების მიხედვით,განვსაზღვრეთ სამუშაო დრო,რესურსები,ფუნქციები,მოსწავლეებმა ნასწავლი თემების საფუძველზე შექმნეს შემეცნებითი-სასწავლო რესურსები- კროსვორდები:,,კახეთი’’, ,,აღმოსავლეთ მთიანეთი’’, ,, სამცხე-ჯავახეთი“ 
VI-1, VI-2, VI-3, VI-4, VI-5, VI-6 კლასებში აღნიშნული კროსვორდები გავაცანით მოსწავლეებს.მათ შეავსეს კროსვორდები და გამოიკვეთა  დადებითი და უარყოფითი შედეგები.დისუსიის საფუძველზე  მივიღეთ უკუკავშირი აღნიშნული თემების სწავლებასთან დაკავშირებით. ვიხალისეთ,აგვიმაღლდა მოტივაცია და ერთობლივად დავგეგმეთ სამომავლო გეგმები სწავლის სწავლებასთან დაკავშირებით.







     სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის VI-ვ კლასში,საგანი,,ჩვენი საქართველო'.-01.12.2022 წელი.  ფასილიტატორის ფუნქცია-მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი. განვახორციელე პროექტი-პრეზენტაცია თემაზე ,,სამცხე-ჯავახეთი-საქართველოს სამხრეთ კარიპჭე’’-...........2022
   მოწავლეებმა ნასწავლი თემის ,,სამცხე-ჯავახეთი",საფუძველზე მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან,გაანალიზეს,შეაჯამეს,გზამკვლევი ამობეჭდეს word-ში , შეაგროვეს უსარგებლო ნივთები,შესძინეს ახალი ფუნქცია,დაამზადეს შემეცდებითი მაკეტი და შექმნეს სასწავლო რესურსი. გაკვეთილზე განახორციელეს პრეზენტაცია,მოირგეს როლები,თავად განახორციელეს ვიდეოჩაწერა,მონტაჟი  და სოციალური ქსელით ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგინით თვალსაჩინო გახადეს. მოტივაციის ამაღლების მიზნით ბავშვებს გდავეცი სიგელები.








 




სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის VI-ვ კლასში,საგანი,,ჩვენი საქართველო'.-01.12.2022 წელი.  ფასილიტატორის ფუნქცია-მასწავლებელი ლ.მეარაყიშვილი. განვახორციელე პროექტი-პრეზენტაცია თემაზე ,,ციხე-სიმაგრეების წარსული და დღევანდელობა’’-12.12.2022
   მოწავლეებმა ნასწავლი თემის ,,სამცხე-ჯავახეთი",საფუძველზე მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან,გაანალიზეს,შეაჯამეს,გზამკვლევი ამობეჭდეს word-ში , შეაგროვეს უსარგებლო ნივთები,შესძინეს ახალი ფუნქცია,დაამზადეს შემეცდებითი მაკეტი და შექმნეს სასწავლო რესურსი. გაკვეთილზე განახორციელეს პრეზენტაცია





2019 წლის 14 მაისს,თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით,ჩვენი სკოლის X-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და პედაგოგების,ლალი მეარაყიშვილისა და ჯული ჩხეიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე: ,, თამარის ეპოქა და ,,ვეფხისტყაოსანი " .


ჩემ შესახებ

 პერსონალური ინფორმაცია


სახელი : ლალი

გვარი : მეარაყიშვილი

რეზიუმე: CV

დაბადების ადგილი :  საქართველო

დაბადების თარიღი : 12/06/1976

მისამართი : ქ.თბილისი,პეკინის 31ბ

ტელეფონის ნომერი : 551 37 35 72

ელ.ფოსტა : mearakishvililali@gmail.com 

ელ.ბლოგი:https://mearakishvililali.blogspot.com/


განათლება


1982-1993 - დავამთავრე  ქ.გორის  N 20 საშუალო სკოლა.

1984-1991-დავამთავრე ქ.გორში ესთეთიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის სამუსიკო სტუდია.

1993-1998 - ვსწავლობდი ქ.გორში  სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ისტორიის , ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა წარჩინებით, წითელ დიპლომზე . 

2003 - დავასრულე შპს „ ნიას“ კომპიუტერული სწავლების კურსი.
2022- მივიღე EF S E T-ის ინგლისური ენის სერთიფიკატი B2(upper intermediate)

სამუშაო გამოცდილება 


1998 -2001- ფირმა „კაეფარაქსის“ მენეჯერი.

2004-დან დღემდე- სსიპ ქ.თბილისის N 161 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი.

2013-2014-სსიპ ქ.თბილისი N161 საჯარო სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრი.

2015- ჩავაბარე პროფესიული უნარების გამოცდა #205453406

2017- ჩავაბარე საგნობრივი გამოცდა (VII-XII კლასები)

2015-2019 - სსიპ ქ.თბილისი N161 საჯარო სკოლის , საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ფასილიტატორი. 

2020-2022-სსიპ ქ.თბილისი N161 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე

2022 -ჩავაბარე წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა #209851270

2022-2024-სსიპ ქ.თბილისი N161 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი

 



 პროფესიული გამოცდილება:


2004 - წარმატებით დავასრულე მასწავლებელთა დახელოვნებისა და განათლების სისტემის მეთოდური უზრუნველყოფის ინსსტიტუტის  კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.

2014 - წარატებით დავასრულე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ძირითადი კურსი : პროექტებით სწავლება და ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება . 

2014 - მონაწილეობა მივიღე პროექტის Lions Quest – Georgia-ს მიერ ჩატრებულ ტრენინგში „უნარ-ჩვევები მოზარდებისთვის“.

2015 - წარმატებით დავასრულე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სწავლების კურსი.

2015 - წარმატებით დავასრულე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში სატრენინგო კურსი სახელწოდებით „ ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა სკოლაში“.

2017 - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

2018 - გავიარე ევროკავშირის პროექტის „ ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე „ თანასწორობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა“.

2021-გავიარე ტრენინგმოდული ,,ინკლუზიური გამათლება”

2022-გავიარე ტრენინგმოდული,,განათლება მდგრადი განვითარებისთვის-სწავლებაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა”


ჩემთვის,როგორც მასწავლებლისთვის,მნიშვნელოვანია, მოსწავლეები აღვზარდო პიროვნებებად, რომელთათვისაც საგნობრივ ცოდნასთან ერთად უმთავრესი იქნება გლობალური ღირებულებები, კერძოდ, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და განსხვავებულობისადმი პატივისცემა, რასაც ისტორიის სწავლების პროცესში განხორციელებული მრავალფეროვანი პროექტებისა თუ აქტივობების საშუალებით ვაღწევ. მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ისტორიას, როგორც საგანს, არამედ მათ უვითარდებათ მსოფლიო მოქალაქის უნარ-ჩვევები. მოსწავლეები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ. შედეგად სწავლა უფრო საინტერესო ხდება და მოტივაციაც იზრდება. ისინი სწავლობენ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას და საერთო საქმეში საკუთარი პოზიტიური წვლილის შეტანას.

ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ პროექტებით, საგანმანათლებლო თამაშებით,ტექნოლოგიებით, გამდიდრებული გაკვეთილები,შედეგად მოსწავლეები იძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, ცოდნას, ასევე ქმნიან სასწავლო რესურსებსაც.

მე მყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე თუ ყოფილი მოსწავლე, რომლებიც გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას ეფექტურად იყენებენ არა მხოლოდ ამჟამინდელი წარმატებული საქმიანობისათვის, არამედ მომავლის დასაგეგმადაც. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები მუშაობენ და სწავლობენ , როგორც წარმატებული პროფესიონალები.

ჩემი მიზანია, ვიყო არა მხოლოდ ისტორიის პედაგოგი, არამედ საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნება და ღირსეული მოქალაქეების აღმზრდელი.



განათლება:







                                          




 



სერთიფიკატები და ტრენინგები: