2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ისტორიაში.
სამიზნე ჯგუფი: X-5კლასი
პედაგოგი: ლალი მეარაყიშვილი
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა ჩემი აზრით, მოსწავლეების მონაწილეობა ეროვნულს სასწავლო ოლიმპიადაზე ისტორიაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგნის სწავლებისთვის.მიუხედავად შედეგისა,მათ წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად,საკუთარი შესაძლებლობეის შესამოწმებლად და კიდევ უფრო მოტივირებულები ეუფლებიან საგნის სწავლებას.ოლიმპიადაში მონაწილეობით და ოლიმპიადისთვის მზადების პროგრამით მათთვის სწავლება აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესაბამისად მონაწილეობის მსურელთა წრეც ფართოვდება. ჩემთვის კი,როგორც პედაგოგისთვის,წარმატებული მოსწავლე ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმატებული სწავლებისთვის.
ჩემს მიერ ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი X-5 კლასის მოსწავლეები იყვნენ: 1. გურაბანიძე ელენე 2. კარიაული ელენე 3. კერესელიძე სალომე 4. მაჩხოშვილი ელენე 5. ლილუაშვილი ნოდარ 6. შაღაშვილი თათული
შევიმუშავე სამუშაო პროგრამა მიზნების შესაბამისად.პირველივე მეცადინეობაზე მოსწავლეებთან გავიარე ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები.ჩავატარე სადიაგნოსტიკო ტესტირება,რის შემდეგად მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობისთვის სავალდებულო საკითხები.შემდეგი მეცადინეობის ძირითადი მიზანი იყო ფაქტობრივი ცოდნის დახვეწა,წყაროს, ანალოგიის,მიზეზ-შედეგობრიობის არგუმენტირებაზე,მოვლენების ქრონოლოგიასა და ანალოგიაზე მუშაობა. ოლიმპიადის I ტურში,25 ნოემბერს,მონაწილეობა მიიღო ექვსივე მოსწავლემ,აქედან II ტურში გადავიდა 3 მოსწავლე: 1. მაჩხოშვილი ელენე 2. ლილუაშვილი ნოდარ 3. შაღაშვილი თათული თუმცა მიღებული შედეგებით გამოჩდა ჩემს მიერ ჩატარებული მუშაობის ხარვეზები,ამიმაღლდა მოტივაცია ვეძიო ხარვეზების დაძლევის გზები,შემდგომ დავსახო მეტად ეფექტური ,შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა,ისტორიის ოლიმპიადაში მონაწილე მსურველ მოსწავლეებისათვის შევარჩევ ისეთ აქტივობებს,რომლებიც დაეხმარებათ ბარიერის დაძლევაში,ინფორმაციის გააზრებაში,რაც გაზრდის მათ მოტივაციას და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებას.
პროგრამა და სამოქმედო გეგმა
2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის მოსწავლეების მომზადება საგანი-ისტორია სსიპ ქალაქ თბილისის N 161 საჯარო სკოლის,ისტორიის მასწავლებლის ლალი მეარაყიშვილის ოლიმპიადის პროგრამა. პროგრამის ტიპი ინდივიდუალური,ჯგუფური ხანგრძლივობა 28.09.2018-28.12.2018 კვირაში ერთხელ,ყოველ პარასკევს,მე-6 გაკვეთილის შემდეგ,1 აკადემიური საათი. პროგრამის შემუშავების თარიღი და ხანგრძლივობა შემუშავებულია 2018 წელს და განახლდება საჭიროების მიხედვით. სამიზნე ჯგუფი X-5კლასის მოსწავლეები:გურაბანიძე ელენე,კერესელიძე სალომე,კარიაული ელენე,მაჩხოშვილი ელენე,ლილუაშვილი ნოდარი,შაღაშვილი თათული წინაპირობა მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოთხოვნილებები მიზანი მოსწავლეებში ისტორიის სწავლების სტიმულირება,ინტერესის გაღვივება,ცოდნის გაღრმავება და აქტიური ჩართულობა ოლიმპიადაში და სასურველი შედეგის მიღება. შედეგი მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია,გაუღრმავდებათ ცოდნა და ინტერესი ისტორიის სწავლების მიმართ.აქტიურად იქნებიან ჩართულები სასწავლო ოლიმპიადაში. სწავლების მეთოდები და სტრადეგიები ინდივიდუალური მუშაობა წყვილებში მუშაობა ტესტირება განხორციელებული აქტივობა გასული წლების ოლიმპიადების ნიმუშების მიხედვით,ჩემ მოსწავლეებთან ყურადღებას ვამახვილებ,როგორც ფაქტობრივ ცოდნაზე,წყაროს ანალიზზე,მოვლენების მიზეზშედეგობრიობაზე,ანალოგიებსა და ქრონოლოგიებზე,ვიზუალური მასალის აღქმასა და გაანალიზებაზე,რომელიც ითვალისწინებს ოლიმპიადის მოთხოვნებს.ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროდ ვთვლი,მრავალფეროვანი ტესტების,სასკოლო და დამატებით სახელმძღვანელოების შემოტანას და ინტერნეტ მასალის გამოყენებას. 28.09 საუბარი ისტორიის ოლიმპიადის მნიშვნელობასა და აქტუალობაზე,მიზნის,შესაბამისი აქტივობებისა და რესურსების გაცნობა.ღია და დახურული კითხვებზე პასუხის გაცემა. 5.10 წინა ოლიპიადებზე გამოყენებული ტესტების განხილვა ინდივიდუალურად და ჯგუფურად. 12.10 2015/2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტური დავალებები. 19.10 2016/2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტური დავალებები. 26.10 2017/2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტესტური დავალებები. 2.11 ტესტები,ინტერნეტ მასალა-კომპიუტერი 9.11 მეთოდური ტესტები სავარჯიშოები-მ.ფირჩხაძე 16.11 ისტორიის ტესტები-ნ.ახმეტელი,ბ.ლორთქიფანიძე,მ.მურღულია 30.11 25 ნოემბერს გამართული ისტორიის ოლიმპიადის I ტურის შედეგების გაანალიზება და შეჯამება. მე-11 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. 7.12 2017 წელს ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში. 14..12 2018 წელს ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში. 21.12 II ტურში 6 მოსწავლიდან წარმატებით გადავიდა 3 მოსწავლე: მაჩხოშვილი ელენე, ლილუაშვილი ნოდარი და შაღაშვილი თათული. მათთან გავაგრძელე მზადება ოლიმპიადისთვის. ტესტები,ინტერნეტ მასალა-კომპიუტერი 28.12 ტესტები -ნ.აბულაძე,მ.ფირჩხაძე.მე-12 კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. 2018-2019 სასწავლო წელს ეროვნულ ოლიმპიადაზე I ტურში მონაწილეობა მიიღო X-5 კლასის 6 მოსწავლემ: 1. გურაბანიძე ელენე 2. კარიაული ელენე 3. კერესელიძე სალომე 4. მაჩხოშვილი ელენე 5. ლილუაშვილი ნოდარ 6. შაღაშვილი თათული II ტურში გადავიდა 3 მოსწავლე: 1. მაჩხოშვილი ელენე 2. ლილუაშვილი ნოდარ 3. შაღაშვილი თათული.
Комментариев нет:
Отправить комментарий